[oberlist] GE* evnt: დრო მომავალი, დრო წარსული / Time future in the time past - 29.08.2011, ბათუმი, Batumi
nini palavandishvili
designini at gmail.com
Mon Aug 22 09:34:50 CEST 2011
For English please scroll down
დრო მომავალი, დრო წარსული
ერთდღიანი პროექტი საჯარო
სივრცეში: ხელოვნება,
არქიტექტურა, კონცერტი და
სხვა
ნინი ფალავანდიშვილის
პროექტი, “გეოეარი”
29 აგვისტო, 2011 წ.
დასაწყისი 4 სთ. – დასასრული
ბოლო სტუმრის წასვლამდე
ყოფილი კაფე “ფანტაზია”,
“ურჩხული”, ბათუმის
ბულვარი, საქართველო
(უნივერსიტეტის წინ)
არქიტექტორი: გიორგი
ჩახავა (1923-2007)
მოზაიკა: ზურაბ კაპანაძე
(1924-1989)
მონაწილე მხატვრები: კახა
ემირიძე, ლევან კაკაბაძე,
სალომე მაჩაიძე, დავით
მესხი, ნატო სალუქვაძე, მაია
სუმბაძე, თამუნა ქარუმიძე,
რეზო ღლონტი, გიზო ჩიგოგიძე,
ანი ჩორგოლაშვილი, გელა
ძნელაძე
მუსიკა: თომა ჩალაძე, ირაკლი
შონია, ჯამაიკა ჯეკი
პროექტის მხარდამჭერები:
ევროპის კომისიის
ხელოვნების ფონდი (EACEA),
ქალაქი ბათუმი, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების კულტურისა და
სპორტის სამინისტრო,
ბარამბო, ბაგრატიონი, ბლექ
ბარი
Time future in the time past
One-day project in a public space: art, architecture, concert and more
A project by Nini Palavandishvili, GeoAIR
August 29, 2011
4 pm. – open end
Former Mosaic café “Fantasy”, “Octopus”, “Dragon”, Batumi
Boulevard, Georgia (in front of the university)
Architect: George Chakhava (1923-2007)
Mosaic by: Zurab Kapanadze (1924-1989)
Participants: Gizo Chigogidze, Ani Chorgolashvili, Gela Dzneladze,
Kakha Emiridze, Rezo Glonti, Levan Kakabadze, Tamuna Karumidze, Salome
Machaidze, David Meskhi, Nato Salukvadze, Maya Sumbadze
Music by: Tomma Chaladze, Irakli Shonia (GE), Jamaika Jack (London, UK)
This project is kindly supported by: City of Batumi, Ministry of
Education, Culture and Sports of Autonomous Republic of Adjara,
Barambo, Bagrationi, Black Bar
დღეს, როდესაც ბათუმს ახალი
სიცოცხლე და მნიშვნელობა
ენიჭება, ხოლო ძველი დროის
განსაკუთრებული
ნამუშევრები ხელახლა
ფასდება და აღიარებას
პოულობს (კაფე „ფანტაზიას“
არქიტექტორის, გიორგი
ჩახავას ყველაზე ცნობილი
შენობა, საქართველოს
საავტომობილო გზების
ყოფილი სამინისტრო
თბილისში, შევიდა ცნობილი
საგამომცემლო სახლის TASCHEN-ის
ახალ გამოცემაში Frédéric Chaubin, Cosmic
Communist Constructions Photographed). ჩვენი
გვსურს, ამ პროექტით
ბათუმის ერთ კონკრეტულ
შენობას, რომელიც ჩვენი
ბავშვობის და მოგონებების
სიმბოლოდ დარჩა, ერთი დღით
დავუბრუნოთ ძველი სიცოცხლე.
კაფე „ფანტაზია“ არის
მოზაიკური ფუნქციური
ნაგებობისი იშვიათი ნიმუში
საქართველოში. 2000 წლების
დასაწყისამდე ჯერ კიდევ
ფუნქციონირებადი კაფე,
დღესდღეისობით უკვე
სკულპტურულ ნამუშევრად
აღიქმება. რვაფეხას
(ბიოლოგიურად) ახასიათებს
მეხსიერების სისტემა,
რომელიც იტევს, როგორც
მოკლე ასევე გრძელვადიან
მეხსიერებას. ეს რვაფეხაც
ერთგვარად დროის მოწმედ
გვევლინება, არსებობის 30
წლის მანძილზე, იგი იყო
მოწმე მის გარშემო
მიმდინარე ცვლილებებისა,
რომელთაც მის გარეგნობასაც
დაამჩნიეს კვალი. ახლა კი
დგას “ურჩხულად” წოდებული
რვაფეხა და ელის მომავალს.
ადამიანებისთვის და
საზოგადოებისთვის წარსული
მეხსიერება არ არის
უმნიშვნელო. იგი
მნიშვნელოვანია
სუბიექტურად, ფაქტობრივად
ყველა ადამიანი ეფუძნება
წარსულს, პირადულ თუ
სოციალურ წარსულს, იცის და
აინტერესებს ის. წარსული
ასევე მნიშვნელოვანია
სოციალური კუთხით,
ვინაიდან თუ დავივიწყებთ
რა მოხდა წარსულში,
შესაძლოა მოგვიწიოს ძველი
შეცდომების გამეორება.
თუმცაღა მახსოვრობა
დინამიური პროცესია, იგი არ
არის სტატიკური არქივი,
არამედ გახლავთ პროცესი.
მეხსიერება იცვლება, იგი
არასოდეს არის ერთი და
იგივე, იგი იცვლება ასაკთან
ერთად, დროის განმავლობაში,
გამოცდილებასთან ერთად.
ცალკეულ ადამიანებს ერთი
და იგივე მოვლენის
განსხვავებული აღქმა,
ინტერპრეტაცია და
შესაბამისად მახსოვრობა
აქვთ. მახსოვრობა იცვლება
და ისტორიაც იცვლება.
მახსოვრობა არ არის მარტო
ინდივიდუალური, პირადი
გამოცდილება, არამედ იგი
არის კოლექტიური სივრცე. ეს
არის ფენომენი, რომელიც
პირდაპირ უკავშირდება
აწმყოს, ჩვენი მხრიდან
წარსულის აღქმა ყოველთვის
აწმყოს გავლენის ქვეშ არის,
რაც ნიშნავს, რომ იგი
ყოველთვის იცვლება.
სიტყვა “ფანტაზია” კი
თავისთავად უკვე
წარმოსახვას, მომავალს,
იმედს გულისხმობს.
ერთი დღით, ზაფხულის ცხელ
დღეს ბათუმში ამ შენობას
დაუბრუნდება სიცოცხლე,
დამსწრე საზოგადოებას
მიეცემა საშუალება მთელი
დღის მანძილზე მუსიკის
ფონზე იგემონ ნაყინი,
მიირთვან გამაგრილებელი
სასმელები, და დატკბდნენ
ბათუმის და კერძოდ ამ
შენობის ისტორიასთან
დაკავშირებული ფოტო და
ვიდეონამუშევრების
გამოფენით.
Today, when Batumi gains new life and importance, and when old art
pieces and works are re-evaluated and gaining recognition (Cafe
"Fantasy" is a work by George Chakhava, an architect, who’s most
famous building is a former Ministry of Highways of the Soviet
Republic of Georgia, recently published in Frédéric Chaubin, Cosmic
Communist Constructions Photographed).We wish, just for one day, to
bring life back to one building in Batumi, filled with memories and
symbols of our childhood.
Cafe "Fantasy" is a rare example of functional mosaic building in
Georgia. Still functioning as a café until early 2000s, is now
perceived as a sculptural work. Octopus (biologically) shows evidence
of a memory system that can store both short and long term memory.
This Café Octopus,stands as a witness to 30 years of changes and
turmoil leaving trace on its appearance too. Now, the so-called
"Monster" Octopus is awaiting future.
For humans and the society at large , the past is not irrelevant.
It’s not irrelevant subjectively; in fact everyone is rooted in the
past, in the personal past, in a social past, knows it and is
interested in it. Forgetting past means repeating old mistakes in the
present Memory is a profoundly dynamic process in the brain; memory is
not a static archive, it is a process. Memory always changes; memory
is never twice the same. Memory changes with age, time, life
experiences and it varies between individuals. Each person has his/her
own perceptions, interpretation and therefore the memory of the same
event. Memory changes thus history changes.
Memory is not just an individual, private experience but is also part
of the collective domain. Memory is a phenomenon that is directly
related to the present; our perception of the past is always
influenced by the present, which means that it is always changing.
The word "fantasy" itself already includes the imagination, the
future, and the hope.
For one hot summer day in Batumi this building will regain its life
back, the audience will be able to enjoy music, eat ice cream get
refreshments and reflect over the photo and video archive depicting
Batumi and this building as seen by various artists.
This project has been funded with support from the European
Commission. This press release reflects the views only of the author,
and the Commission cannot be held responsible for any use, which may
be made of the information contained therein.
--
*********************
nini palavandishvili
http://geoair.blogspot.com/
http://geoairresidency.blogspot.com/
http://archidrome.blogspot.com/
http://georgianartistsarchidrome.blogspot.com/
-------------- next part --------------
An HTML attachment was scrubbed...
URL: </pipermail/oberlist/attachments/20110822/ee55c9a1/attachment-0005.html>
-------------- next part --------------
A non-text attachment was scrubbed...
Name: poster.jpg
Type: image/jpeg
Size: 758642 bytes
Desc: not available
URL: </pipermail/oberlist/attachments/20110822/ee55c9a1/attachment-0002.jpg>
-------------- next part --------------
An HTML attachment was scrubbed...
URL: </pipermail/oberlist/attachments/20110822/ee55c9a1/attachment-0006.html>
-------------- next part --------------
A non-text attachment was scrubbed...
Name: fotki.yandex.jpeg
Type: image/jpeg
Size: 438790 bytes
Desc: not available
URL: </pipermail/oberlist/attachments/20110822/ee55c9a1/attachment-0001.jpeg>
-------------- next part --------------
An HTML attachment was scrubbed...
URL: </pipermail/oberlist/attachments/20110822/ee55c9a1/attachment-0007.html>
-------------- next part --------------
A non-text attachment was scrubbed...
Name: DEF flag-logoeac-CULTURE_EN.jpg
Type: image/jpeg
Size: 53614 bytes
Desc: not available
URL: </pipermail/oberlist/attachments/20110822/ee55c9a1/attachment-0003.jpg>
-------------- next part --------------
An HTML attachment was scrubbed...
URL: </pipermail/oberlist/attachments/20110822/ee55c9a1/attachment-0008.html>
-------------- next part --------------
A non-text attachment was scrubbed...
Name: Batumi Cafe Fantasy_press_20.08.11.pdf
Type: application/pdf
Size: 135412 bytes
Desc: not available
URL: </pipermail/oberlist/attachments/20110822/ee55c9a1/attachment-0001.pdf>
-------------- next part --------------
An HTML attachment was scrubbed...
URL: </pipermail/oberlist/attachments/20110822/ee55c9a1/attachment-0009.html>
More information about the oberlist
mailing list